
ვულკანია, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეა მოქმედი, მაგალითად, სტრომბოლი და ეტნა.
იტალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ძველთაგანვე ვინ აღარ სტუმრობდა იტალიას — არაბები, ბიზანტიელები, ბერძნები, ნორმანები თუ ფინიკიელები.
ქვეყანა ცნობილია მდიდარი ისტორიითა და ხელოვნების საგანძურით. იტალიის ბევრ პატარა თუ დიდ ქალაქში შეხვდებით ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაშთებს, ბაროკოსა და რენესანსის არქიტექტურას. ფერწერული ნამუშევრები, მარმარილოს ქანდაკებები და შადრევნები დღემდე პატივს მიაგებენ ხელოვნების ისეთ ცნობილ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ ბერნინი, მიქელანჯელო და რაფაელი.იცოდით თუ არა?
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო რომში მდებარეობს, მაგრამ 1929 წლიდან მან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამგვარად, იტალიელები მას უცხო ქვეყნად თვლიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий